11 თვის ბავშვს მესამე ფეხი მოკვეთეს

ბავშვს რამდენიმე გრძელვადიანი მაკორექტირებელი ოპერაცია დასჭირდება
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჩინეთში, შანხაიში 11 თვის ბავშვს ქირურგებმა ე.წ. მესამე ფეხი მოკვეთეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ბრიტანულ ვებგვერდ metro.co.uk-ზე დაყრდნობით.

თბილისში ორსულ ქალს გულზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა

ოპერაცია, რომელიც 10 საათი გაგრძელდა, წარმატებით დასრულდა. „მოვლენა უიშვიათესია, მხოლოდ მილიონ ადამიანში ერთი ადამიანი იბადება ამ დაავადებით, ბავშს დასჭირდება ბევრი გრძელვადიანი მაკორექტირებერი ოპერაცია“, — აღნიშნა პროფესორმა ჩენ ქიუმ.

„მესამე ფეხი“, ჩამოუყალიბებული პარაზიტული ტყუპი იყო. პარაზიტული ტყუპი წარმოიქმნება მაშინ, როცა იდენტური ტყუპიდან ერთ-ერთი ნაყოფი ვერ ვითარდება და ისინი გაცალკავებას ვერ ახერხებენ. მისი მკურნალობა შესაძლებელია ურთულესი ოპერაციის მეშვეობით, თუმცა ზოგს სურვილი არ აქვს, მაგალითად, „პარაზიტი ტყუპის" მკურნალობაზე რუდი სანტოსმა უარი განაცხადა, რადგანაც იგი გამონაზარდებს შეეჩვია. მას ზედმეტსახელად ადამიანი-რვაფეხა შეარქვეს.