სროლა რუსთავში – დაჭრილია ერთი ადამიანი

დაიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ვერც დაჭრილს მიაგნეს და ვერც დანაშაულის კვალს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რუსთავში სიტყვიერი დაპირისპირება სროლით დასრულდა. დაიჭრა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სროლა ზუგდიდის ცენტრში – დაჭრილია სამი მამაკაცი

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა და მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.

როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, არ დახვდა არც დაჭრილი და ადგილზე ვერც დანაშაულის კვალი აღმოაჩინა; ასევე არ იყო რაიმე ნივთმტკიცება. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.