40 კგ-მდე ოქრო, ვერცხლი და ავტომობილის ნაწილები – „სარფში" აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 40 კგ ძვირფასი ლითონის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოწმება „უდროო დროს" – თურქეთის მოქალაქე საქართველოდან 839 მაჯის საათის გატანას ცდილობდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული MERCEDES BENZ-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ცდილობდა 36 კგ ოქროს, 4 კგ ვერცხლის ნაკეთობებისა და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების უკანონოდ შემოტანას.

ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება, ამოღებული ავტონაწილების ღირებულება კი 19,7 ათასი ლარია.

ამ დროისთვის აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა"), რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.