ბელარუსი მზადაა, საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს

ბელარუსი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს ფარმაკოლოგიის სფეროში, მსუბუქ მრეწველობასა და კვების მრეწველობაში
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოსა და ბელარუსს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებას მომავალ ათწლეულებში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ხუთშაბათს თბილისში გაიმართა.

ლუკაშენკო თბილისში ხუთშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა – ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ – გაფართოებულ ფორმატში.

„მოწიწებითა და რიდით“ – ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტებზე

„თქვენ მართლაც ბევრს მიაღწიეთ, როდესაც არ გაანიავეთ და არ გააჩანაგეთ ის დიდი შესაძლებლობები, შეინახეთ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც ბელარუსს ჰქონდა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ და ამ თანამშრომლობის მიმართულებები გახსნილია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების მიერ ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.

„დღეს მოეწერა ხელი არაერთ შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მტკიცე საფუძველს შეუქმნის ქართულ — ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავებას და განსაზღვრავს კეთილმეზობლურ და პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენ ერებს შორის მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили на церемонии подписания совместных документов

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, თავის მხრივ, დაასახელა ის სფეროები, რომლებშიც ქვეყანა მზადაა, საქართველოს დაეხმაროს.

„დღეს, ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ბევრ შეთანხმებასა და მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. მაგალითად, მანქანათმშენებლობის სფეროში. ერთობლივი პროექტები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია და ჩვენ ვანვითარებთ თანამშრომლობას ამ სფეროში. ბელარუსს შეუძლია მოგაწოდოთ ავტობუსები, ელექტროავტობუსები, სახანძრო ტექნიკა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

მისი განცხადებით, ბელარუსი მზადაა, საქართველოს ბევრ სფეროში დაეხმაროს.

„ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, თანამშრომლობის განვითარებას სხვა სფეროებშიც ვგეგმავთ. შეგვიძლია დაგეხმაროთ საგანგებო სიტუაციების გაფრთხილების განვითარებაში“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გარდა საქართველოსა და ბელარუსს ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობები აკავშირებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბელარუსები ჩამოდიან არამარტო კომერციისთვის, არამედ იმისთვის, რომ შექმნან მნიშვნელოვანი შემადგენლები არაერთი მიმართულებით: ახალი ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.