საქართველოში ქუვეითის ლოუკოსტერი იფრენს

Jazeera Airways პირველ ეტაპზე ქუვეითის დედაქალაქიდან თბილისში კვირაში სამჯერ იფრენს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს ივნისიდან შეასრულებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

მისი თქმით, კომპანია Jazeera Airways-თან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.

Korean Air-ი საქართველოში იფრენს

ქუვეითის ავიაკომპანია ქართულ საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად მიიჩნევს. დასაწყისისთვის ის შეასრულებს მარშრუტს ელ-ქუვეითი–თბილისი კვირაში სამჯერ. ამასთან, Jazeera Airways მომავალში ფრენების სიხშირის გაზრდას არ გამორიცხავს.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ქუვეითიდან.

ქუვეითსა და თბილისს შორის 2017 წელს მგზავრთნაკადი, 2016 წელთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად არაბული ქვეყნებიდან — 53%-ით.