ლუკაშენკო საქართველოს ეწვევა - სამ წელიწადში მეორე ვიზიტი

სხვადასხვა პოლიტიკური კურსი საქართველოს და ბელარუსს ურთიერთშეხების წერტილების პოვნაში და თანამშრომლობის განვითარებაში ხელს არ უშლის.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი საქართვლოს ხუთშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ლუკაშენკოს საქართველოში მეორე ვიზიტი იქნება. პირველი შეხვედრა 2015 წელს შედგა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით საკმაოდ წარმატებული გახდა. თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა, ბელარუსიული წარმოების პროდუქტების მაღაზიათა ქსელი „ბელარუსკი“ გაჩნდა.

ამგვარად, სხვადასხვა პოლიტიკური კურსი საქართველოს და ბელარუსს ურთიერთშეხების წერტილების პოვნაში და თანამშრომლობის განვითარებაში ხელს არ უშლის.

მარგველაშვილმა კარტოფილის უხვი მოსავალი აიღო

საქართველომ დიდი ხნის წინ აირჩია განვითარების პროდასავლური კურსი. 2014 წელს ქვეყანამ გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმება (DCFTA) წარმოადგენს. ბელარუსი, თავის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის იანვარში დაამყარეს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი 2015 წლის აპრილში შედგა. 

ვიზიტი ძალიან დატვირთული იყო. ალექსანდრ ლუკაშენკოს მრავალრიცხოვანი სამთავრობო დელეგაცია ახლდა. თბილისში გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, რამაც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის საფუძველი ჩაყარა.

გასულ ზაფხულს ბელარუსი დაეხმარა საქართველოს ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში. მინსკიდან ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ми-26 ჩამოფრინდა, რომელიც ადგილზე ბოლომდე დარჩა.

Георгий Маргвелашвили и Александр Лукашенко подняли тост за дружбу народов

ბელარუსი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ბაკურიანში ყინულის არენის და ბიატლონის სტადიონის მშენებლობაში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის მარტში, მარგველაშვილის მინსკში საპასუხო ვიზიტის დროს.

ბელარუსში საქართველოდან შედის მინერალური წყალი, ღვინო და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია.

საქართველოსა და ბელარუსს შორის 2017 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 94 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2016 წლის მონაცემებს 19,3%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2018 წელს, იანვარ-თებერვლის პერიოდში საქართველოსა და ბელარუსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში ქვეყანას 3500 ბელარუსი ტურისტი ეწვია. ეს არც ისე დიდი რიცხვია, თუმცა გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა შეინიშნება.