კახეთში შვილმა 91 წლის დედა ნაჯახით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. კახეთში გუშინ, ღამით შვილმა დედა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სოფელ კაზრეთში მამაკაცმა საკუთარი ნათესავი მოკლა

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 91 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედასა და შვილს შორის ოჯახური კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 111–108 მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.