ბოლნისის გამგეობის შენობასთან სამი პირი დაჭრეს

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან რამდენიმე წუთის წინ ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი", — განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე („ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება") და 236-ე მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება").