საქართველოს მოქალაქეები ქუვეითში დააკავეს

ქუვეითის დედაქალაქის აეროპორტში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქეებმა დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ქუვეითის აეროპორტში ქვეყნის ოთხი მოქალაქის დაკავების ფაქტს.

ნარკოდანაშაულზე საქართველოში ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

„საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხარესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, — განუცხადა ჟურნალისტებს საგარეოპოლიტიკური უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ქართული მედია იუწყებოდა, რომ ელ-ქუვეითში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მათ გათავისუფლებაში დახმარებას მოითხოვენ.