ცნობილია ევროვიზია 2018-ის ჩატარების თარიღი

სიმღერის საბავშვო კონკურსი „ევროვიზია" გასულ წელს თბილისში ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რიგით მე-16 სიმღერის საერთაშორისო კონკურსი საბავშვო ევროვიზია 2018 მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება, იუწყება „Sputnik-ბელარუსი" ტელეარხ Беларусь 1-ზე დაყრდნობით.

„ევროვიზია 2018": თბილისში სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საბავშვო ევროვიზიის ჩატარების ადგილად მინსკი გასული წლის მიწურულს შეარჩია. კონცერტი ჩატარდება „მინსკი-არენაზე".

წარმოდგენილია ასევე კონკურსის ლოგოტიპი — სტილიზებული თეთრი ვარსკვლავი; სლოგანია Light up! („დაანთე ცეცხლი").

საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობენ 15 წლამდე შემსრულებლები.

2017 წელს საბავშვო ევროვიზია პირველად ჩატარდა თბილისში. კონკურსის გამარჯვებული გახდა რუსი პოლინა ბოგუსევიჩი 188 ქულით. ქართველმა 12 წლის გრიგოლ ყიფშიძემ მას სამი ქულით დაუთმო — 185 ქულა.