თბილისში შესაძლოა ტაქსი გაძვირდეს

მუშაობის ნებართვების სისტემის შემოღება ტაქსებს აუცილებლად გააძვირებს, მიაჩნია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს.
Sputnik

„ასეთი რეგულაციების დაწესება მიზანშეწონილად მაშინ მიგვაჩნია, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის განვითარებული“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

თბილისში ტაქსის რეგისტრაციისა და ტაქსისტად მუშაობის ნებართვის მიღების შესახებ შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა. პროექტის თანახმად, თბილისელ ტაქსის მძღოლებს 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ მგზავრებს უნებართვოდ ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანენ. ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის წარდგენა.