თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს, სომხეთის და საბერძნეთის მოქალაქეები თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა არალეგალური გადაყვანის ფაქტზე დააკავეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.
ბერძენმა პოლიციელებმა სულ 11 პირი დააკავეს, რომლებმაც, გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის თებერვლიდან საზღვარზე უკანონოდ 360 ადამიანი გადაიყვანეს.
აღინიშნება, რომ გონებამახვილ თაღლითებს ადამიანები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ და ამით მესაზღვრეების ეჭვებს არ აღძრავდნენ. თანაც ადამიანები არამარტო სალონში, არამედ საბარგულითაც გადაჰყავდათ.
ასეთი გადაყვანა არალეგალებს 600 ევრო უჯდებოდათ.