აფეთქება თელავში: დაშავებულია ორი მამაკაცი

რკინის შედუღების სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თელავში ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა, ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა.

აფეთქება ბათუმში: თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები

არსებული ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირი დაგროვდა და აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მამაკაცებს დამწვრობები აღენიშნებათ და მათ სავარაუდოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს.