ფილარმონიის წინ თემურ თათარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

ღონისძიებაში ქართველი მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თემურ თათარაშვილის სასცენო შემოქმედების 35 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

საღამოს დასრულების შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის „ვარსკვლავი“ საზეიმოდ გაიხსნა. 

ქართველი და რუსი ვარსკვლავები ვისოცკის დაბადების დღეს თბილისში კონცერტით აღნიშნავენ

საიუბელიო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები, როგორც სოლო შემსრულებლები, ისე მუსიკალური ჯგუფები. 

ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართა.

თემურ თათარაშვილი დაიბადა 1966  წელს. 1983–1985 წლებში მღეროდა ვოკალურ ანსამბლ "75"–ში. ხოლო 1986–1996 წლებში ანსამბლ „ივერიაში". 1996 წლიდან გამოდის როგორც სოლო შემსრულებელი. 1999 მიიღო ღირსების ორდენი.  1989 წელს გახდა  „იურმალა 89"-ის ლაურეატი.