დაკავებულია დამნაშავე, რომელმაც ორსული ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰასტინგში შეიარაღებულმა დამნაშავემ 32 წლის ფეხმძიმე ქალი და 53 წლის ქალბატონი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ინფორმაციას ავრცელებს  ადგილობრივი მედია The Sun.

ბერეზოვსკის კომპანიონი ინგლისში შესაძლოა ძაღლის საბელით დაახრჩვეს

“სროლის შესახებ ინფორმაცია ბექსჰილ როუდში მივიღეთ. გთხოვთ, ნუ მიუახლოვდებით ტერიტორიას და დარჩით შენობებში ახალი ინფორმაციის მიღებამდე“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

სამართალდამცველებმა 35 წლის შეარაღებული დამნაშავე დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.