ავარია ზუგდიდში - მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

მძიმედ დაშავდებული მოტოციკლის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, როგორც ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი იტყობინება, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა  შეეჯახა.

იმერეთში მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანრთელობის დაზიანება გამოიწვია") აღიძრა.