საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგის პირველ ასეულს გამოეთიშა

ქართველი ფეხბურთელები რეიტინგში ყატარისა და ომანის ნაკრებებს შორის აღმოჩნდნენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში პირველი ასეულის ფარგლებს კვლავ გასცდა და 101-ე ადგილზე აღმოჩნდა.

ვლადიმირ ვაისის აღსაზღდელების აქტივში 332 ქულაა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები ყატარისა და ომანის გუნდებს შორის განთავსდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

აღსანიშნავია, რომ თავისი ჯგუფის მეტოქეებთან შედარებით, რომლებთანაც საქართველოს უეფას ერთა ლიგაში თამაში მოუწევს, უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს — ანდორა (130-ე ადგილი), ლატვია (131) და ყაზახეთი (136).

ფიფას რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა. მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები ისევ გერმანიაა (1609 ქულა). შემდეგ მოდის ბრაზილია (1489) და პორტუგალია (1360).

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული:

1. გერმანია

2. ბრაზილია

3. პორტუგალია

4. არგენტინა

5. ბელგია

6. პოლონეთი

7. ესპანეთი

8. შვეიცარია

9. საფრანგეთი

10. ჩილე

2018 წელს პირველ ამხანაგრურ მატჩებს საქართველოს ნაკრები მარტის ბოლოს გამართავს. 24 მარტს შედგება თამაში ლიტვასთან, სამი დღის შემდეგ — ესტონეთთან. ორივე შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.