თემქაზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით 2018 წლის 17 თებერვლიდან ცხოვრობდა.

თბილისის აეროპორტში „კანონიერი ქურდი" „სულიკო ტბილისკი" დააკავეს

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიცია აღნიშნულ მისამართზე ბინის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გახსნეს შესასვლელი კარი და საძინებელ ოთახში დამწვარი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.