„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

„მოდი, მოდი...“ - ეს სიტყვა დიდია ხანია ჩვენში სატრფიალო სიმღერასთან „მოდი, მოდი, გამიხარე გული“ აღარ ასოცირდება. ის მხოლოდ ნარინჯისფერ ჟილეტიან „სტაიანშიკს“ გვაგონებს, რომელსაც ამ „პოსტზე“ ღმერთმა უწყის ვინ ნიშნავს, დღის ბოლოს გამომუშავებულ თანხასაც იმ „ვიღაცას“ უყოფს, რომელიც მისი ერთადერთი მეწილეა.
Sputnik

თუმცა ამ სფეროში ჰყავდა მხოლოდ ერთი კონკურენტი, რომელსაც არაფრად აგდებდა — „სითი პარკზე“ მოგახსენებთ…

ამ კომპანიის გაუქმებით, პირველ რიგში, დასრულდება მათი „საფოსტო რომანი“ ჩვენთან. მძღოლები ალბათ მიხვდებიან რას ვგულისხმობ: დაჯარიმებული მოსახლეობისგან პირველ დარტყმას თავის თავზე „საქართველოს ფოსტა“ იღებდა. ჩვენ კარზე მომდგარ ფოსტის მუშაკებს, ალბათ, ფსიქოლოგიური ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ, რათა მძღოლები მაცდური ღიმილით ფოსტაში ისე შეეტყუებინათ, რომ სიტყვა „ჯარიმა“ არც დაცდენოდათ. შემდეგ ეტაპზე ეს რიტუალი სახლის კარებზე სკოჩით მიკრულმა საფოსტო გზავნილმა შეცვალა…

„სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის „საქორწინო კონტრაქტი“ 2007 წელს გაფორმდა 15 წლის ვადით. გაყრის მიზეზი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ასე განმარტა: „საპარკინგე ადგილების 30%-ზე მეტი მოუწესრიგებელია. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად მივიღეთ გადაწყვეტილება”.

„სითი პარკი" თბილისის მერიის წინააღმდეგ – ვინ იხეირებს კონტრაქტის გაწყვეტით

მოკლედ, დავრჩით ისევ „სითი პარკის“ გარეშე და „სტაიანშიკების“ ამარა… ეს ამბავი მომენტალურად მოედო ქართულ რეალურ და ინტერნეტ-სივრცეს. ამჯერად ახალი კითხვა დადგა დღის წესრიგში:

— ვინ იქნება შემდეგი?

ის ხმაური, რაც ამ ამბავს მოჰყვა, არავის გაკვირვებია. ახლა გაგაცნობთ სოციალური ქსელებში დადებულ იმ კომენტარებს, რაც ყველაზე უფრო გავრცელებულ მოსაზრებებს შეიცავს და საჭესთან დამეგობრებული ქართველების ზოგად განწყობას გამოხატავს:

ცხოვრება „სითი პარკის“ შემდეგ - ცვლილებების დეტალები

თამარ ბარამაშვილი — უკეთესი შედეგი პარკირების ადგილების შექმნა და აშენებაა. სინამდვილეში ძალიან უპასუხისმგებლო კომპანიაა, საურავების უკანონო დარიცხვით და მანქანის არამართლზომიერი გადაყვანის პრაქტიკით.

Irakli Chikava — „სითი პარკმა“ შავი სამუშაო გააკეთა და პარკირება გვასწავლა. თან წელიწადში 50 ლარად. არასოდეს დავუჯარიმებივარ (პირადად მე) უსამართლოდ და ვერც ის წარმომიდგენია, უკეთესი რომელი პირობა შეიძლება დადოს შემდეგმა.

Tamar Khonelidze — დავუჯარიმებივარ კი არა, ყადაღა დაუდიათ ანგარიშებზე შეცდომით სხვის ნაცვლად და ორი თვე ვირბინე, ეს ყადაღა რომ მომეხსნა და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, ფინანსურ ზარალს არ ვითვლი — სესხების მომსახურებაზე რომ ჯარიმები ავიკიდე, მორალური ზარალი იყო იმხელა — ნერვები დამაწყვიტეს!

Dato Gabiskiria — სხვა მოვა…ტურფასა საბაღნაროსა)….

Rezi Bzhalava - ნებისმიერი სხვა კომპანია გვასწავლიდა პარკირებას უკეთესად ამხელა ჯარიმების სანაცვლოდ.

ჯარიმები არ გაუქმებულა – რა შეიცვლება თბილისში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ

Nino Panjakidze — ორი 150 ლარიანი ჯარიმა და სამი 10 ლარიანი გავაუქმებინე სითი პარკის იურისტს, არასწორად დაჯარიმებისთვის!

ნინო ჯღარკავა — „სითი პარკი“- აგინთოო კალამ წითელი? ბრავო, კახი!

Mary Gubeladze — ჯარიმები აქვთ ძალიან დაბალი, რაც ჩვენი საზოგადოების დაბალი თვითშეგნების პირობებში არ ამართლებს. ბაკი ბენზინი უნდა დაატოვებინო ყველა დამრღვევს.

Gogita Kala — წარმატებები! ბრწყინვალე გადაწყვეტა! „სითი-პარკი“ ეს იყო მახინჯი ფორმა — ერთდროულად სტაიანჩიკიც იყო. ამ კომპანიას 1 ცენტი არ ჩაუდია ტექნოლოგიური განვითარებისთვის — აფრიკა ეგონა საქართველო. კარგი იქნება გარევაჭრობის აკრძალვა, უკონტროლო ტაქსების გაუქმება, ყველა ტაქსი უნდა იყოს ერთ ფერში და ტაქსისტი ჰალსტუხით, ეს უნდა იყოს თბილისის ბრენდი!

ino Panjakidze — ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელი ჰყავდათ, მაგ კომპანიას ფულის შოვნის გარდა არაფერი აინტერესებდა, სწორი გეგმა რომ შეემუშავებინათ, ახალი პარკირების სისტემა მოეფიქრებინათ, ამის შანსი ჰქონდათ+შესაძლებლობაც, დღეს და კიდევ წლები იქნებოდნენ თავის პოზიციაზე.

პარკირება თბილისში: როგორი იქნება „სითი პარკის“ ბედი

Khatia Khabazashvili — "სტაიანშიკები" დამოუკიდებელი კლანია!!! „სითი პარკი“ საერთოდ არაფერ შუაშია! პიქსელში ვმუშაობ და იმიტომ რომ აქ ადგილი  დამხვდეს, ვუხდი „სტაიანშიკს“. ის რომ არა, ვინც პირველი მოდის, ის აყენებს და ეგაა..

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებში პარკირებისთვის მძღოლი სპეციალურ ავტომატებში პლასტიკური ბარათებით იხდის თანხას, იმის მიხედვით, თუ რა დრო დაჰყო იქ. ხოლო ის მძღოლი, ვინც მუდმივად ერთ ადგილზე აჩერებს ავტომანქანას, პარკირების ექვსთვიან ან ერთწლიან ნებართვას წინასწარ ყიდულობს. ამას გარდა, პარკირების ადგილებში მძღოლებს ცარიელი ადგილის ნომერს ელექტროტაბლო აცნობს, ამიტომ ის საპარკინგე ადგილზე შესვლაში დროს არ აცდენს. აი, ასე, მარტივად და კომფორტულად და ყოველგვარი ყვითელჟილეტიანების გარეშე. ისევ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს დავუბრუნდეთ:

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: „მოდი MAN“-ი თბილისის ქუჩებში

Ira Ika Ira Ika — გაუქმების უფრო კონკრეტული მიზეზების დასახელება ჯობდა. რა სახით მოხდება ალტერნატიული ფირმის შერჩევა საინტერესოა… იქნებ, მუნიციპალური ჯობია იყოს ეს სფერო ჯერჯერობით მაინც… ანუ ოპერირება ჰქონდეს სახელმწიფო სამსახურს ან შპს. მთავარია, მერიამ ადგილები გამოჰყოს მრავალსართულიანი პარკირებისთვის, თორემ სითი-პარკი იქნება, პეტრე თუ პავლე რა შეიცვლება… ისე, 25 მილიონის ამ სფეროში დახარჯვა იქნებ, უფრო ეფექტური ყოფილიყო…

Anuka Maisaia — ისე, რაში გვახდევინებდნენ ფულს უკვე მოხაზული ადგილების გამუქებაში?

Nika Nikoladze — საინტერესოა ალტერნატივა რა იქნება, ისინიც ცარცში აიღებენ ფულს თუ რეალურ ინფრასტრუქტურას შექმნიან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით პარკირების ადგილმა ბევრგან სამოძრაო ზოლი მოიპარა.

ასე რომ, 10 აპრილამდე დავიცადოთ. ჯერჯერობით კი ის კომპანიები არ ჩანან, ვინც საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად „პარკინგული ცარცის წრეში“ აღმოჩნდებიან…