„ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებოდათ, რომელიც მათ დაკავებისას ჩამოართვეს. ჩვენმა მეგობრებმა კი დააჩქარეს მათთვის ამ დოკუმენტების დაბრუნების საკითხი", — განაცხადა გია კორკოტაშვილმა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ამ ვერსიის არ სჯერა ქართულ მხარეს.