თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ოზურგეთში საშუალო ასაკის ქალმა თვითმკვლელობა სცადა.
არსებული ინფორმაციით, მან ბენზინი ერთ-ერთი ბანკის წინ გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება ადგილზე მისულმა სამართადამცველებმა და მოქალაქეებმა არ მისცეს.
სუიციდის მცდელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ქალბატონს ბანკის ვალი ჰქონდა.
როგორც „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.