ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია.

შეზღუდვები საქართველოს სამხედრო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თოვამ და ლიპყინულმა  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: გზა ნაწილობრივ გახსნილია

დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი — მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ამავე გზის 134-135-ე კილომეტრის  (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მისი გაჩერება. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.