გუდაურის საბაგიროზე ავარია მოხდა

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გუდაურის საბაგირომ მუშაობა დროებით შეაჩერა, იუწყება მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციის Facebook-გვერდი.

მთის კურორტებზე „მინი-საბაგიროები" დამონტაჟდება

„მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად  ჩართულია „სოლიკო“, „ზუმა“ და „პირველი“ საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა, აღნიშნავენ კომპანიაში.

კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი მდგომარეობის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ორშაბათს ყველა საბაგიროს მუშაობა სრულად აღდგება.

Новая канатная дорога в Гудаури

შეძენილი ბილეთების თანხას დამსვენებლებს კომპანია სრულად აუნაზღაურებს, აღნიშნულია განცხადებაში.