დათარსული დღე: რუსთავში ქმარი ცოლს მანქანით დაეჯახა

დაზარალებული საავადმყოფოში მეუღლემ გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსთავში ავტომანქანის პარკირების დროს ქმარმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეუღლეს დაეჯახა, იტყობინება ქართული მედია.

დასავლეთ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე შაბათს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი 21 წლის ქალს დაეჯახა, საჭესთან კი მისი ქმარი იმყოფებოდა, სწორედ მან გადაიყვანა საკუთარი მეუღლე საავადმყოფოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ავტომობილი ერთ-ერთ მაღაზიასთან გაუჩერა და მანქანის პარკირება გადაწყვიტა. გოგონას ბორდიურზე ასვლისას ფეხი აუცდა, ის ჩამოვარდა, ქმარმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ცოლს დაეჯახა. 

„ქმარი ვარ და ძალით ხომ არ გავაკეთებდი, გადავიდა მაღაზიაში და მე კიდევ ვიფიქრე, მანქანას დავაპარკინგებ, სწორედ მაგ დროს წაიქცა და დავეჯახე“, — განაცხადა მძღოლმა.

დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.