ბელგიაში ლევენის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა დაარსდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ბელგიის უძველეს უნივერსიტეტთან მოლაპარაკებები გამართა
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით ბელგიაში ლევენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერებათა კათედრა დაარსდება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში სამუშაო ვიზიტით  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობას და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ქართული ანბანი სტრასბურგში „მიემგზავრება"

ბელგიის უნივერსიტეტში ახალი კატედრის შექმნა ბელგიაში მარგველაშვილის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გადაწყდა.

უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა და ქართული ენით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესების გამო მადლობა გადაუხადა.

ლევენის უნივერსიტეტი — არა მხოლოდ ბელგიის, არამედ ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი უნივერსიტეტია.