ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე : დაშავებულია ოთხი ადამიანი

მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი, Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც შემხვედრ ზოლზე გადავიდა და Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა.

ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.