თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოეს

ქართველი ემიგრანტი ქალები საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის დააჯილდოეს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში პროექტ „წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018“-ის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ  განცხადებაში.

გამარჯვებულები უცხოეთში არსებულმა ქართულმა სათვისტომოებმა შეარჩიეს იმ მიღწევების მიხედვით, რასაც მათ უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მიაღწიეს.

ღონისძიება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის და ორგანიზაცია „მე დავბრუნდების“ ორგანიზებით და მხარდაჭერით  გაიმართა. 

წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. როგორც ორგანიზატორების აცხადებენ, ის ტრადიციული გახდა და ყოველ წელს გაიმართება.