რაგბი: საქართველო-რუსეთის ნაკრებების შეხვედრის წინ

ქართველი ბორჯღალოსნები ევროპის ერთა თასის გათამაშებაში დაუმარცხებლად ასპარეზობენ და რუსეთში გამარჯვების იმედი მიდიან
Sputnik

თბილისი, 10 მარტი— Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის წინააღმდეგ მატჩისათვის, რომელიც კრასნოდარში ევროპის ერთა თასის ფარგლებში 10 მარტს შედგება, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სამი შეცვლა განახორციელა (ესპანელებთან გამართულ მატჩთან შედარებით).

2018 წელს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ მერაბ კვირიკაშვილი და კახა ასიეშვილი, რომლებიც სანდრო თოდუასა და ზურაბ ჟვანიას შეცვლიან. პირველივე წუთებიდან მინდორზე გამოჩნდება ანტონ ფეიქრიშვილი.

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ესპანეთს მოუგეს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან მატჩში (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და მატჩების რაოდენობა ნაკრებში):

უკანა ხაზი:

მერაბ კვირიკაშვილი – ("ლელო სარაცინს", საქართველო, 108)

სოსო მათიაშვილი – („წითელი იარი", რუსეთი, 7)

დავით კაჭარავა – („ენისეი", რუსეთი, 107)

გიორგი კვესელაძე – („მარნეულის არმაზი", საქართველო, 5)

ანზორ სიჭინავა – („აკადემია", საქართველო, 4)

ლაშა ხმალაძე – („ბათუმი", საქართველო, 60)

ვასილ ლობჟანიძე – („ბრივი", საფრანგეთი, 30)

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი – („მონპელიე", საფრანგეთი, 49)

შალვა მამუკაშვილი – („ლოკომოტივი", საქართველო, 52)

ანტონ ფეიქრიშვილი – („კარდიფი", უელსი, 25)

გიო9რგი ნემსაძე (კაპიტანი) – („ბრისტოლი", ინგლისი, 79)

ნოდარ ჭეიშვილი – („შონბრი", საფრანგეთი, 9)

გიორგი თხილაიშვილი – („ბათუმი", საქართველო, 43)

ვატო კოლელიშვილი – („კლერმონი", საფრანგეთი, 46)

ლაშა ლომიძე –(„ლონდონ აირიში", ინგლისი, 39)

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის რიგით 22-ე გახდება. პირველად გუნდები ერთმანეთს 1993 წელს შეხვდნენ და მაშინ რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი გამარჯვება ანგარიშით 15:9 მოიპოვა.

2002 წელს რუსმა „დათვებმა“ შეხვედრა ფრედ 12:12 დაასრულეს. დანარჩენ შემთხვევებში გამარჯვებულები ქართველი ბორჯღალოსნები იყვნენ, ყველაზე დიდი გამარჯვება მათ თბილისში 2012 წელს იზეიმეს. მაშინ მასპინძლებმა მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველოს რაგბის ნაკრები თბილისში საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება

საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში საერთო ანგარიშია 528:245, ხოლო წარმატებული ლელოთა ფარდობაა 59:16.

„ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“, — ციტირებს საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ეროვნული გუნდის მოთამაშეს შალვა სუთიაშვილს.

ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების სამ სასტარტო ტურში საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგო, მაშინ როდესაც რუსეთმა ბელგია ანგარიშით 48:7 დაამარცხა და ესპანეთის (13:20) და რუმინეთის (15:25) გუნდებს დაუთმო.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში მას ტელეკომპანია „იმედი“ გააშუქებს.