ქარი თბილისის აეროპორტის მუშაობას აფერხებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა სამი თვითმფრინავი ვერ მიიღო
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა, კიდევ ორი სხვა აეროპრტებში გადაამისამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, პარასკევსა და შაბათს თბილისში ქარის სიჩქარე წამში 25-30 მეტრს მიაღწევს. 

ქარიშხლის პირველი შედეგები - დანგრეული სახლები, წყალდიდობები და მეწყერი

ამ დროისათვის თბილისის აეროპორტში თბილისი-აქტაუს და სტამბოლი-თბილისის რეისები გაუქმდა.

აქტაუში გადაამისამრთეს თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ალმათის რეისს ასრულებდა, ხოლო აშხაბადში გადაამისამართეს ურუმჩი-თბილისის რეისი.

თბილისში ძლიერმა ქარმა საკმაოდ სერიოზული შედეგები გამოიწვია: დაზიანდა 68 ხე, გარე განათების 7 ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, გაზის 5 ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სიფრთხილე გამოიჩინოს და საჭიროების შემთხვევაში „112“-ის ცენტრს მიმართოს.