თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ფრენები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განახლდა.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

ოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გუშინ და დღეს გამთენიისას სულ სამი რეისი გაუქმდა. 

დაზიანებული სახლები და წაქცეული ხეები - რა ხდებოდა თბილისში ღამით

თბილისის აეროპორტში თბილისი-აქტაუს და სტამბოლი-თბილისის ორი რეისი გაუქმდა.

აქტაუში გადაამისამართეს თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ალმათის რეისს ასრულებდა, ხოლო აშხაბადში გადაამისამართეს ურუმჩი-თბილისის რეისი. ეს რეისი ამ დრომდე აშხაბადშია გაჩერებული, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება.

ძლიერმა ქარმა, რომელიც თბილისში პარასკევს დღის მეორე ნახევარში ამოვარდა, ათობით სახლი, ხე, მანქანა, გარე განათების ბოძი და სარეკლამო ბანერი დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.