თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე" (From Rosa to Simone) თბილისში 9 მარტს გაიხსნება და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.
ღონისძიების ორგანიზატორია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (Women's Initiatives Supporting Group, WISG) სექსუალური განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით.
„ქართული და უცხოური ფილმებით შედგენილი სამდღიანი პროგრამა ქალთა საკითხებს შეეხება სხვადასხვა კუთხით, ხოლო მოწვეული მომხსენებლები ფილმებში წამოჭრილ თემებს განავრცობენ და ისაუბრებენ მეამბოხე ქალებზე, დედობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, ხელოვნებაში ქალების რეპრეზენტაბელობაზე", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებები გაიმართება თბილისის კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქუჩა, 2).
ფესტივალის პროგრამა
9 მარტი
18:00 — ფილმი „დიდი მწვანე ველი" — რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, 1967 წელი
დისკუსია: „ურჩი ქალები" — თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე)
10 მარტი
16:00 — „ლამაზია, როცა ბრაზობს" (She's Beautiful When She's Angry) — რეჟ. მერი დორი, 2014 წელი
18:00 – „ბუბა" — რეჟ. ნუცა ღოღობერიძე, 1930 წელი
დიკუსია: „დედობის მითები" — თამთა თათარაშვილი (პროექტ „ფემინისტი დედის დღიურების" ავტორი).
11 მარტი
18:00 – ჩვენება: „ქალები. ხელოვნება. რევოლუცია" (!Women Art Revolution! A (Formerly) Secret History) — რეჟ. ლინ ჰერშმან-ლისონი, 2010 წელი
დისკუსია: „შიშველი ნიმფები და მეამბოხეები" — ხათუნა ხაბულიანი (არტ-კრიტიკოსი).