კუს ტბას წყალმომარაგების დეფიციტის გამო საფრთხე ემუქრება

კუს ტბა პატარა მდინარე ვარაზისხევით იკვებება; ალტერნატიული წყაროების მოსაძებნად კვლევების ჩატარებაა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისში კუს ტბისთვის წყალმომარაგების ალტერნატიული წყაროების მოძებნა იგეგმება, თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ხუთი წუთი კუს ტბამდე - თბილისში ახალი საბაგირო გაიხსნა

სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 80 ათასი ლარი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს კუს ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოეკოლოგიური კვლევა, იპოვოს ალტერნატიული წყარო წყლის დეფიციტის შესავსებად და შეაფასოს წყლის დეფიციტის გადალახვის შესაძლებლობა გრუნტის წყლების ხარჯზე.

კუს ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და პატარა მდინარე ვარაზისხევის წყლით იკვებება. მისი მაქსიმალური სიღრმეა სამი მეტრი.