„წელს ჩვენ პირველად გადავლახავთ 8-მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს“, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
2018 წლის თებერვალში საქართველოს 440 806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 19.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის თებერვალში თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით თებერვალში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, საფრანგეთი, გერმანია.