საქართველოს ნაკრძალების მნახველთა რაოდენობა 48 პროცენტით გაიზარდა

ყველაზე მეტი ტურისტი თბილისისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს ეწვია
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბოლო ორი თვის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 31,8 ათასი ადამიანი შეადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტურისტული ბუმი: საქართველოში 14,8%-ით მეტი უცხოელი ჩამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 59% ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო 41% — უცხოელი.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჰყავდა გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

ბოლო ორი თვის მონაცემებით, სტუმრების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა თბილისის ეროვნული პარკი, შემდეგ მოდის ყაზბეგის ეროვნული პარკი, მესამეზეა პრომეთეს მღვიმე, მეოთხეზე — ბორჯომის ეროვნული პარკი, მეხუთეზე — ლაგოდეხის დაცული ტერიტორია.