უამინდობა გურიაში - ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა

გურიის სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის რაიონში 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

როგორი გაზაფხული ელის საქართველოს 2018 წელს

დასავლეთ საქართველოში ამინდი 3 მარტს გაუარესდა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები გურიანთა, ნატანები და შრომა. წაქცეულია ხეები, ქარმა სახლებს სახურავები მოხადა.

მუშაობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის. ზარალის დადგენის შემდეგ სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების და დახმარების პროცესი დაიწყება.

ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში წვიმს, თუმცა ქარი უკვე ჩადგა.