თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაბა ლაითურში ძლიერი ქარის გამო ორსართულიან საერთო საცხოვრებელს ხე დაეცა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ინციდენტი ღამის საათებში, დაბის მე-3 რაიონში მოხდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავი.
შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე და ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ჩაგანავა იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.