ჩოხატაურში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდნეტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

სამგორში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

„ხანძარი დღის მეორე ნახევარში ჯანბერიძის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მიუხედავდ იმისა, რომ ადგილზე სახანძრო სამსახური დროულად გამოცხადდა, ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა. ადგილობრივი ხელისუფლება შესამამის დახმარებას, რა თქმა უნდა, გავუწევთ. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, სავარაუდოდ ღუმელიდან გაჩნდა“, — განაცხადა კუჭავამ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით ისჯება.