თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რაგბიში ევროპის ჩემპიონატის III ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის ქართველების მოგებით ანგარიშით 23:10 დასრულდა, იუწყება საქართველოს რაგბის ფედერაციის Facebook-გვერდი.
შეხვედრა საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს, 18:00 საათზე დაიწყო.
„დიდიმადლობა მესხის სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, რომლებმაც დედის დღეს ბოლომდე გაავსეს მესხის სტადიონი და შეუდარებლად ქომაგობდნენ ბორჯღალოსნებს“, — ნათქვამია ფედერაციის Facebook-გვერდზე.
მატჩს ტელეარხი „იმედი“ გადასცემდა.