რომელი წიგნი გადაიკითხა ბევრჯერ ნიკოლოზ ცისკარიძემ

Sputnik-ის ავტორმა ნიკოლოზ ცისკარიძემ უამბო მკითხველს, რომელ წიგნებს კითხულობს თავისუფალ დროს და რომელი მწერლები ყველაზე მეტად უყვარს
Sputnik

წიგნები ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს. მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, მხატვრულ ლიტერატურას ძალიან იშვიათად ვკითხულობ. უბრალოდ დრო არ მრჩება.

მიწევს ბევრი დოკუმენტის, სტატიების წაკითხვა, რომლებსაც სამსახურში ვუშვებთ. ჩვენ წიგნებსაც ვბეჭდავთ, ასე რომ ბევრი ტექსტის, სამეცნიერო ცნობისა და ბიოგრაფიის წაკითხვა მიხდება.

ნიკოლოზ ცისკარიძე სკოლაზე: ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა

მაგრამ თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ძალიან მიყვარს რაიმე კარგის გადაკითხვა, ისეთის, რაც კარგ განწყობაზე მაყენებს. რა თქმა უნდა, ეს ბულგაკოვია — ყველაზე მშვენიერი, რაც კი შეიძლება იყოს.

ყველა ჩანთაში მიდევს „ევგენი ონეგინის“ პატარა ტომი. ის ძალიან ბევრი მაქვს, რადგან ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები.

ჩემ „აიფონზე“ ბევრი წიგნია ჩაწერილი, მათ შორის ის, რომლებსაც სამსახურის გამო ვკითხულობ ან ვათვალიერებ. ზოგჯერ ბალეტის ისტორიაზე უამრავი ლიტერატურის გადახედვა მიწევს. ამიტომ ტელეფონში ბევრ წიგნს ვიწერ, მერე კი თანდათანობით ვკითხულობ — ძირითადად გზაში ან პლაჟზე.

ნიკოლოზ ცისკარიძე: ბოლო დროს მეშინია ხუმრობისა და ვცდილობ, ენას კბილი დავაჭირო.

ძალიან მინდა მივყვე თანამედროვე ლიტერატურას, მაგრამ ვერ ვასწრებ. არის წიგნები, რომლებიც ძალიან მინდა წავიკითხო, მაგრამ ამისათვის სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო. თორემ ზოგჯერ ასეც ხდება: წაიკითხავ ოც გვერდს, მერე კი ფიქრობ — საერთოდ, რა წავიკითხე?! იმიტომ, რომ ამ მომენტში ტვინი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.

წიგნის მაღაზიებშიც შევდივარ. ვნახულობ, რა დაიბეჭდა, ხელახლა რა გამოიცა. ერთი პერიოდი ძალიან მიყვარდა მემუარები და ბევრიც წავიკითხე. მომწონდა იმის წაკითხვა, ადამიანები როგორ გადმოსცემენ ემოციებს, როგორ იხსენებენ, სინამდვილეში რა ხდებოდა. ეს ძალიან მაინტერესებდა.

ბოლოს წავიკითხე, უფრო სწორად გადავიკითხე დოვლატოვის წიგნი. ავიღე ეს წიგნი, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. მით უმეტეს დოვლატოვი — შინაგანი სამყაროთი, მისი ზუსტი დაკვირვებებით ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. ეს იყო მისი მოთხრობების კრებული, მათ შორის მოთხრობა „უცხოელი ქალი“, რომელის ძალიან მიყვარს. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალურია. დრო მიდის, მაგრამ არაფერი იცვლება.