„კოკა-კოლა“ ნატახტარში „ჭკვიან“ ქარხანას ააშენებს

ნატახტარში „ჭკვიანი“ ქარხნის მშენებლობა 15 მარტის შემდეგ დაიწყება, განუცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ტელეკომპანია „TV პირველს“.
Sputnik

„ეს არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი. ქარხანაც უფრო ძლიერი გახდება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე წარმადობით. ახალ ქარხანაში მოხდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე გაუმჯობესდება ხარისხი და მომსახურება“, — აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენის განცხადებით, „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც დიდუბეში 27 000 კვ.მ ფართობს იკავებს, პატარა უბანი აშენდება.