რუსეთთან საზღვარზე სატვირთო ავტომობილების სადგომს მოაწყობენ

პარკინგის მოსაწყობად 69,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გამოიყო.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში, რუსეთთან საზღვრის ახლოს 700 სატვირთო ავტომობილზე გათვლილი სადგომი გაჩნდება, ნათქვამია საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დევდორაკის გვირაბი – სარგებელი ეკონომიკისათვის

საავტომობილო გზა სტეფანწმინდის გავლით საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებისა და ლიპყინულის გამო გზაზე გადაადგილება ხშირად იკრძალება, ამიტომ მძღოლებს ხშირად უწევთ მოცდა, სანამ უამინდობა გადაივლის.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გაიტანა 69,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 20-წლიანი სარგებლობის უფლებით. აუქციონის საწყისი ფასია 21 ათასი ლარი.

გამარჯვებულმა უნდა ააშენოს 700 ადგილზე გათვლილი ავტომანქანების სადგომი და ჩადოს არანაკლებ 600 ათასი ლარის ინვესტიცია. უშუალოდ სატვირთო ავტომობილების სადგომის გარდა, უნდა აშენდეს მძღოლების დასვენების ოთახები და სამუშაო და დასვენების ობიექტები თავად პარკირებისა და კვების ობიექტის მუშაკთათვის.