კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

აზერბაიჯანის დედაქალაქში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის მიზეზი ჩაუმქრალი სიგარეტი ან მოკლე ჩართვა გახდა
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხსა და მთავრობას ბაქოში ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ნარკოდისპანსერში გაჩენილ ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეოკადრები

ბაქოში 2 მარტს ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც მწოლიარე ავადმყოფები მკურნალობას გადიოდნენ, ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ცოცხლად დაიწვა 25 ადამიანი. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანის მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.