ენგურჰესთან კლდის ჩამოშლის გამო საავტომობილო გზა დაკეტილია

დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა, სავარაუდოდ, უახლოეს დროში აღდგება.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნული გზის 33-ე კილომეტრზე დიდი რაოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე დილიდან დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, რათა ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგეს.