დაიწყო საქართველოს პრემიერის ვიზიტი სომხეთში

ერევანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ შეხვედრას თავის კოლეგასთან გამართავს.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია, სადაც გაიმართება შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან, აღნიშნულია პრემიერის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დელეგაციას საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

Георгий Квирикавшвили и Карен Карапетян с членами правительства Грузии и Армении

აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს მისი კოლეგა — სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი დახვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს კარაპეტიანთან, შემდეგ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობების წევრთა მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

რა შესთავაზა საქართველოს სომხეთის პრეზიდენტმა

ამას გარდა, კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პრემიერი სომხეთში გასული წლის 1 დეკემბერს უნდა ჩასულიყო, მაგრამ მაშინ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების გამო ვიზიტი გადაიდო.