თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია რუსთაველზე: ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.