ქართველი მოდელი კვლავ Giorgio Armani-ს სახე გახდა

თაკო ნაცვლიშვილი მოდის სახლ Armani-ს აქსესუარების ახალი კოლექციისთვის გადაიღეს.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროს დაპყრობას განაგრძობს — ქართველი ლამაზმანი მოდის ლეგენდარული სახლი Giorgio Armani-ს სახე მეორედ გახდა.

Armani-ს სახე თაკო პირველად 2016 წელს გახდა, როდესაც წარმატებით გაიარა კასტინგი და ბრენდ Armani Collezioni-ს ხაზის ფოტოსესიებსა და ჩვენებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

თაკომ Armani-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და Instagram-ში დაწერა „დიდი მადლობა".

 

თაკოსთვის ბედნიერი შეხვედრა დონატელა ვერსაჩესთან ოთხი წლის წინ პარიზის მოდის კვირეულზე მოხდა. მოდის ერთ–ერთმა გურუმ 16 წლის ქართველ მოდელს Bella უწოდა, რაც იტალიურად ლამაზს ნიშნავს და ამით თაკოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მოდის კვირეულზე თაკო ცნობილ ტოპ–მოდელებთან ერთად გამოდიოდა. ეს ქართველი მოდელისთვის პირველი პრესტიჟული ჩვენება იყო, რის შემდეგაც მისი კარიერა თავბრუდამხვევი სიჩქარით წავიდა.

როგორ შეცვალა დონატელა ვერსაჩეს ერთმა სიტყვამ ქართველი მოდელის კარიერა

ამჟამად თაკო ნაცვლიშვილი საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად არის მიჩნეული. მიუხედავად შთამბეჭდავი კარიერისა, ის გაჩერებას არ აპირებს. თაკოს თქმით, მისი მთავარი მიზანია თეთრეულის ცნობილი ბრენდის Victoria's Secrets–ის მოდელი გახდეს. მან უკვე ორჯერ გაიარა კასტინგი, მაგრამ მსოფლიოში მოდის სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ შოუზე მოხვედრა ქართველმა ლამაზმანმა ჯერჯერობით ვერ შეძლო. თუმცა თაკო დანებებას არ აპირებს.

თაკო ნაცვლიშვილი მოდელისა და სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებლის ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. გოგონამ უკვე მოასწრო მრავალ ჩვენებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, წარმოადგენდა Versace, Christian Dior, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto-სა და ბევრი სხვა სახელოვანი ბრენდისა და დიზაინერის სამოსს.

ქართველმა მოდელმა ასევე დაამშვენა მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალების Vogue და Harper's Bazaar-ის გარეკანი.