ქართული ფეხბურთი UEFA-გან 14 მილიონ ევროს მიიღებს

UEFA-მ ევროპის ქვეყნებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თანხების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. UEFA 2020-2024 წლებში 55 ეროვნულ ასოციაციას 775,5 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც პროგრამა HatTrick V-ის ფარგლებში ევროპული ასოციაციების სპორტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ასეთი გადაწყვეტილება UEFA-ს აღმასკომმა ბრატისლავაში ორგანიზაციის 42-ე კონგრესზე მიიღო.

გამარჯვების გარეშე, სამაგიეროდ თანხით: უეფა ქართულ გუნდებს თანხას გადაუხდის

აღნიშნული თანხა 30%-ით აღემატება 2016-2020 წლების მომცველ პროექტს, რომლის ბიუჯეტი 600 მილიონ ევროს შეადგენდა.

აღნიშნული სახსრები ასოციაციებს შორის თანაბრად გადანაწილდება. ამგვარად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) 14,1 მილიონ ევროს მიიღებს.

2004 წელს პროგრამა HatTrick-ის ამოქმედებიდან ევროპულ ფეხბურთში 1,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.