„არასდროს არ მიოცნებია მსახიობობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არასერიოზული პროფესიაა. თუმცა შემდეგ შემეცვალა ეს დამოკიდებულება. ქვეცნობიერად მაინც იდო ჩემში მსახიობობის სურვილი. როცა მეუბნებოდნენ, რომ კარგი მსახიობი ვიქნებოდი, სულ ვიცილებდი ამ აზრს თავიდან. ერთ მშვენიერ დღეს დავფიქრდი და ვთქვი, რატომაც არა?“ — იხსენებს ნინო გაჩეჩილაძე.
მსახიობის თქმით, მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, თუმცა დედა დადებითად შეხვდა. 17 წლის ასაკში გაჩეჩილაძემ თეატრალურზე ჩააბარა და დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს.