წერეთლის გამზირზე ბაზრობა იწვის

Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მდებარე „თერგის“ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „Rustavi 2.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა.
ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული შენობის მეორე სართულზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერბით უცნობია, ასევე, უცნობია კონკრეტულად რამდენ კვადრატულ მეტრზეა ცეცხლი გავრცელებული.