თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბოლო დროს Facebook-ის ქართულ სეგმენტში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნარიყალას ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა — სინამდვილეში რა ხდება ნარიყალაზე. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოთქვა ვერსია, რომ ისტორიული ციხესიმაგრის ქვეშ ახალი შენობის აშენება იგეგმება.
სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.
ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში.
ნარიყალას ციხესიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.
90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც უკვე მე-12 საუკუნეში ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.